Cinema
Discussions

2
Into the WildInto the Wild

One of the most misunderstood films of all time?

მგონია, რომ შონ პენის ეს შედევრი არის ერთ-ერთი ყველაზე არასწორად გაგებული და ხალხის მასისგან გავრცელებული ჭორივით არასწორად აგორებული კამპანია. მოკლედ აზრი არ აქვს რა, ტიპი შონ პენი ხარ, ასეთ ფილმს იღებ, რომელიც რეალობაზეა დაფუძნებული, ქმნი შედევრს, ბოლოს საქმე იქამდეც კი მიდის რომ ის ავტობუსი ხალხის უსაფრთხოების და ბევრი შემთხვევის გამო ვერტმფრენით გადააქვთ მუზეუმის ტერიტორიაზე ბევრი წლის შემდეგ და ვიღაც მასტი დგება და ამ ფილმის მთავარ სათქმელს 180 გრადუსით აბრუნებს, სხვასაც ტვინს უტენის და საბოლოოდ ვიღებთ თინეიჯერულ მასას, რომელთათვისაც ყველაზე დიდი ოცნება და მიზანი მარტო მოგზაურობა ხდება, იმიტომ კი არა, რომ საკუთარი თავი შეიცნონ და მერე ისევ დაბრუნდნენ, არა ბიჯო, იმიტომ რომ "fck society" თან რაღაცნაირია რა, მოდური. დაჯექი ბიძიკო შენებთან, სახლში და წიგნები იქ წაიკითხე, მერე ადექი და მოუყევი ვინმეს, რადგან, როგორც ამ ფილმის მთავარი გმირი იტყოდა და სიკვდილის წინათ თავისი ცრემლით დაამტკიცებდა - "Happiness only real, when shared"-ო. ასეა ეს:)

Tyler_The
Tyler_TheCreator3 weeks ago
3